ინდოეთში ქალაქ ჩენნაიში ჩინეთის პრეზიდენტის ჩამოსვლა სკოლის, დაახლოებით, 2000 მოსწავლემ სი ძინპინის ნიღბებით აღნიშნა.
სკოლის ეზოში მოსწავლეები ისე განალაგეს, რომ ჩინური იეროგლიფებით პრეზიდენტ სი ძინპინის სახელი დაეწერათ.
"გულითადი სალამი," - ვკითხულობთ ინდოეთში ჩენნაის სკოლის ეზოში. მოსწავლეებს ხელში ჩინეთისა და ინდოეთის დროშებიც ეკავათ.
11 და 12 ოქტომბერს ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ქალაქ მაჰაბალიპურამში, რომელიც ჩენნაიდან 55 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, არაფორმალურ სამიტს გამართავენ.