მარიამ კუბლაშვილი

ჯიშკარიანის ადვოკატმა ტაბულას ჟურნალისტს პირისპირ და Facebook-ზე შეურაცხყოფა მიაყენა - (ჩანაწერი)

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ტაბულას ჟურნალისტს პირისპირ ინტერვიუსას და facebook-ზე შეურაცხყოფა მიაყენა.

კუბლაშვილი facebook-ზე ჟურნალისტს "სრულ არაპროფესიონალიზმში, ცინიზმსა და კითხვებით მანიპულაციაში" ადანაშაულებს და მის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც ინტერვიუს შემდეგ თავად გადაუღო. როგორც ადვოკატი ფეისბუქზე წერს, ჟურნალისტი "პირდაპირ გამოხატავდა, რომ არის მიკერძოებული". ამასთან, ის წერს, რომ დასვამს წერტილს "ამ ფსიქოლოგიურად მოძალადე ადამიანების სამხილებლად!".

მანამდე, ადვოკატმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ინტერვიუს პროცესშიც, მას არაპროფესიონალი და ცინიკოსი უწოდა, ასევე უთხრა: "თქვენ ჟურნალისტი არ ხართ"; "წარმოდგენა არ გაქვთ, რა არის ჟურნალისტიკა".

ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა სხვადასხვა ინტერვიუში, მათ შორის, ტაბულასთან საქმის გარკვეულ დეტალებზე საუბარი არ ისურვა და ამის არგუმენტად მოიყვანა ის, რომ საქმის მასალებს ბოლომდე არ გაცნობია. პარალელურად კი, სხვა დეტალების შესახებ განცხადებებს აკეთებდა. მათ შორის, მარიამ კუბლაშვილი საჯაროდ ამბობს იმას, რომ თამთა თოდაძე შემთხვევის დღეს იყო არაფხიზელ მდგომარეობაში; რომ მისთვის ასეთი ქცევები ნაცნობია და ამაზე სასამართლოზე ისაუბრებს; რომ ტექნიკა თამთა თოდაძემ დაამტვრია.

ტაბულამ მას ვრცელი ინტერვიუს დროს ამ მიდგომაზეც დაუსვა შეკითხვა:

"ამბობთ, რომ საქმის მასალების ნაწილს გაეცანით, ნაწილს - არა. თუმცა იმ ნაწილში, რომელზეც პასუხის მიღება მინდა, ამბობთ, რომ არ გაცნობიხართ. ხომ არ ბადებს ეს ეჭვს, რომ არ გინდათ ამ კითხვებს გასცეთ პასუხი?"

ამის შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტს არაპროფესიონალი და ცინიკოსი უწოდა და თქვა, რომ ტაბულას ბოლო ინტერვიუს აძლევს.

"თქვენი კითხვა არის მორიგი პროვოკაცია. მე გითხარით, რომ სანამ ამ საქმეში ჩავერთვებოდი, სამი დღე ვმუშაობდი, გავესაუბრე ყველას, უამრავ ადამიანს. მეორე - მე თქვენთან ვიძლევი ბოლო ინტერვიუს. იმიტომ,  რომ თქვენ ხართ არაპროფესიონალი, ძალიან დიდი არაპროფესიონალი თქვენი ცინიზმის გამო. თქვენ ხართ ცინიკოსი, თქვენ ჟურნალისტი არ ხართ. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ რა არის ჟურნალისტიკა", - უთხრა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტს.

ტაბულა ინტერვიუს ჩანაწერს, რომელმაც მარიამ კუბლაშვილი გააბრაზა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები