საბიუჯეტო ხარჯები

საჯარო უწყებები, რომლებიც PR-ის თანამშრომლებს ყველაზე მეტს უხდიან

საქართველოს მთავრობა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა 2018 წელს საჯარო სამსახურების PR-სამსახურებში დასაქმებულების რაოდენობისა და მათი ანაზღაურების შესახებ.

როგორც 194 ორგანიზაციის მონაცემებიდან გაირკვა, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე ყველაზე მეტს თავდაცვის სამინსიტრო ხარჯავს.

საერთაშორისო გამჭვირვალობაში აღნიშნავენ, რომ ზოგმა უწყებამ არ მიაწოდა სრული ინფორმაცია, მათ შორის კი თბილისის მერიაც იყო, რის გამოც სავარაუდოა, რომ მერიის ხარჯები შეიძლება ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი იყოს.

2018 წლის მონაცემებით, PR-ის თანამშრომლების ანაზღაურებაში ყველაზე მეტს შემდეგი უწყებები ხარჯავენ:

  1. თავდაცვის სამინისტრო - 1 185 962 ლარი
  2. პარლამენტი - 1 114 251 ლარი
  3. შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1 053 271 ლარი
  4. თბილისის მერია - 931 281 ლარი
  5. ჯანდაცვის სამინისტრო - 910 020 ლარი
  6. ცესკო - 786 338 ლარი
  7. განათლების სამინისტრო - 777 839 ლარი
  8. პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 507 335 ლარი
  9. ფინანსთა სამინისტრო - 399 900 ლარი
  10. შსს აკადემია - 324 328 ლარი

კვლევის ფარგლებში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 216 საჯარო უწყებას დაუკავშირდა, პასუხი კი 194-დან მიიღო.

კომენტარები