სახელმწიფო ბიუჯეტი

10 სამთავრობო უწყება, რომელიც პიარზე ყველაზე მეტს ხარჯავს

არასამთავრობო ორგანიზაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მთავრობის პიარსამსახურებში დასაქმებულთა რაოდენობისა და ხელფასების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, გაიზარდა როგორც სამთავრობო სტრუქტურების საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სტრუქტურებში დასაქმებულთა, ასევე მათი ანაზღაურების რაოდენობაც. 

2017 წელს ამ დეპარტამენტებში დასაქმებულთა რაოდენობა 996 პირი მუშაობდა, იგივე მაჩვენებელი 2018 წელს 1037 იყო. რაც შეეხება ანაზღაურებას ზრდა, თითქმის 2 მილიონი დოლარია 18,1 მილიონი ლარიდან 20,05 მილიონ ლარამდე. 

ყველაზე მაღალანაზღაურებადი პიარსამსახურების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  • თავდაცვის სამინისტრო — 1,185 მილიონი ლარი;
  • პარლამენტი — 1,114 მილიონი ლარი;
  • შსს — 1,05 მილიონი ლარი;
  • თბილისის მერია — 931,281 ლარი;
  • ჯანდაცვის სამინისტრო — 910,020 ლარი;
  • ცესკო — 786,338 ლარი;
  • განათლების სამინისტრო — 777,839 ლარი;
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია — 507,335 ლარი;
  • ფინანსთა სამინისტრო — 399,900 ლარი;
  • შსს აკადემია — 324,328.

ოდნავ განსხვავებულია პიარსამსახურებში დასაქმებულების ყველაზე დიდი რაოდენობის მქონე უწყებების სია:

  • ჯანდაცვის სამინისტრო — 73 დასაქმებული;
  • თავდაცვის სამინისტრო — 51 დასაქმებული;
  • განათლების სამინისტრო — 49 დასაქმებული;
  • თბილისის მერია — 43 დასაქმებული;
  • შსს — 41 დასაქმებული;
  • პარლამენტი — 36 დასაქმებული;
  • ფინანსთა სამინისტრო — 21 დასაქმებული;
  • შსს აკადემია — 20 დასაქმებული;
  • ცესკო — 16 დასაქმებული;
  • რუსთავის მერია — 16 დასაქმებული.

საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, კვლევის მონაცემები 194 უწყებას აერთიანებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ ინფორმაცია სულ 216 უწყებიდან გამოითხოვა, თუმცა ამ უწყებების ნაწილმა არ გასცა სრული ინფორმაცია, ან ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვა.

 

კომენტარები