დაჭრა მარნეულში

მარნეულში დაჭრაზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, მარნეულში დაჭრაზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს. 

როგორც შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავებული ო.მ. 10 ოქტომბერს, მარნეულში, ჩაიხანის ტერიტორიაზე, თან ახლდა რ.ა.-ს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით 2 პირი დაჭრა. თუმცა, ამის შესახებ ო.მ.-ს პოლიციისთვის არ შეუტყობინებია.  

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული.

მარნეულში ორი ადამიანი გუშინ, 10 ოქტომბერს, დაჭრეს. ტელეკომპანია "მთავარის" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ მარნეულის ცენტრში, დღისით, პირი ჩაიხანის მიმდებარე ტერიტორიაზე მაგიდასთან მივიდა, სადაც რამდენიმე ადამიანი იჯდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა. დღეს, 11 ოქტომბერს, სამართალდამცავებმა რ.ა. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

კომენტარები