კევინ ჰარტი

მძიმე ავარიის შემდეგ კევინ ჰარტი ფეხზე დადგა, თუმცა ძველებურად მუშაობას 2020-მდე ვერ შეძლებს

ამერიკელი კომიკოსი მსახიობის კევინ ჰარტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე ავარიის შემდეგ უმჯობესდება. ის უკვე ახერხებს მცირე დატვირთვით მუშაობას, თუმცა ჯერ კიდევ რეაბილიტაციას პერიოდს გადის.

40 წლის ჰარტი მეგობრებთან ერთად მძიმე ავარიაში 2019 წლის 1 სექტემბერს მოყვა. ინციდენტი მალიბუში, კალიფორნიაში, მოხდა - ჰარტის მეგობარმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ღობეს შეეჯახა. ჰარტს ხერხემალი დაუზიანდა და მძიმე ოპერაციის გადატანა მოუწია. ასევე ხერხემალი დაუზიანდა საჭესთან მჯდომსაც. შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა მათ მეგობარ ახალგაზრდა ქალს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მძღოლი ფხიზელი იყო.

ჰარტმა საავადმყოფოში 10 დღე გაატარა. ის ფეხით სიარულს უკვე ახერხებს, თუმცა, უმეტესად ზის და თერაპიის ქვეშაა. 

კევინ ჰარტს ოსკარების 2019 წლის დაჯილდოება უნდა წაეყვანა. თუმცა, მის კანდიდატურას კრიტიკა მოჰყვა. ის წარსულში დაწერილი tweet-ების გამო ჰომოფობიაში ამხილეს

მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და თავადვე თქვა უარი დაჯილდოების ცერემონიალის წაყვანაზე.

კომენტარები