მიხაილო თოდუა

მუსიკოსი მიხაილო თოდუა პატიმრობიდან გაათავისუფლეს

Electronic Beats

მუსიკოსი მიხაილო თოდუა პატიმრობიდან დღეს, 11 ოქტომბერს, გაათავისუფლეს.  

როგორც პენიტენციურ სამსახურში "ტაბულას" უთხრეს, მიხეილ თოდუამ პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა. საბჭომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. მიხაილოს ელექტროსამაჯური ეკეთება. 

მუსიკოსი, პროდიუსერი და დიჯეი, მიხაილო თოდუა, 2013 წლის სექტემბერში, 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის დააკავეს და 9 წლით თავისუფლებას აღკვეთა მიუსაჯეს. თოდუას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა ოჯახმა გირაო ვერ გადაიხადა. მუსიკოსი მუშაობას საპატიმროშიც აგრძელებდა - გამოუყვეს ოთახი, რომელიც სტუდიად გადააკეთა და რამდენიმე ალბომიც გამოუშვა.

კომენტარები