იაპონია

ტაიფუნ "ჰაგიბისს" იაპონიაში 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპრლა, 140-ზე მეტი დაშავდა

bbc

იაპონიაში ტაიფუნს "ჰაგიბი" 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 140-ზე მეტი დაშავდა. 9 ადამიანი დაკარგულად ითვლება. 

ჰონსიუს კუნძულზე იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ 12 პრეფექტურაში, მათ შორის ტოკიოში ყველაზე მაღალი სიფრთხილის ზომები გამოსცა. ზოგიერთ პრეფექტურაში ამ რაოდენობის წვიმა ათწლეულებში ერთხელ მოდის. რეკორდული რაოდენობის წვიმა წამოვიდა იცუს ნახევარკუნძულსა და კანტოს რეგიონში, რაც ტოკიოსაც მოიცავს

ყველაზე მძიმე სიტუაცია ნაგანოს პრეფექტურაშია, სადაც მდინარე სინანო ადიდდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

ქვეყანაში 425,000 ოჯახი ელექტროენეტგიის გარეშეა დარჩენილი

იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია და სამინისტროებს სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით აუცილებელი ზომების გატარება დაავალა. 

ტოკიოში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია. იაპონური მედიის ინფორმაციით, ათასზე მეტი ფრენა გაუქმდა.

იაპონიას ტაიფუნი თავს სექტემბერშიც დაატყდა. მაშინ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

იაპონიაში 1958 წლის შემდეგ ეს, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყოს. ტოკიოს ტერიტორიასა და შიცოუკას პრეფექტურაში 1958 წელს ტაიფუნს "კანოგავა" 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს საელჩო იაპონიაში ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი ტაიფუნზე აფრთხილებს.

საქართველოს საელჩო იაპონიაში მოქალაქეებს სთხოვს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. საჭიროების შემთხევავში, მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელ ხაზზე შეეძლებათ: +81 70 3180 560

კომენტარები