ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

შსს: ქალს ქმარი და მამამთილი სისტემატურად სცემდნენ და ემუქრებოდნენ, ორივე დაკავებულია

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი დააკავეს.

​უწყებაში ამბობენ, რომ 1977 წელს დაბადებული რ.ვ. მამასთან, 1953 წელს დაბადებულ დ.ვ-სთან ერთად, თავის ცოლს, 1982 წელს დაბადებულ ფ.ს-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.​ ​დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები