სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება

"არასრულწლოვანს სადარბაზოში შეჰყვა" - სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის 20 წლის კაცი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: შსს

გორში 20 წლის ბიჭი დააკავეს, რომელიც, შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვან გოგოს სადარბაზოში შეჰყვა და მის მიმართ "სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა".

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არასრულწლოვან გოგონას შეჰყვა. ტ.ც.-მ მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა, რა დროსაც მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აღნიშნავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები