კალიფორნია

კალიფორნია აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც ცხოველის ბეწვის წარმოება-გაყიდვა აიკრძალა

https://www.brownsvilleherald.com

კალიფორნია ამერიკის პირველი შტატი გახდა, სადაც ცხოველების ბეწვის წარმოება და გაყიდვა აიკრძალება

კანონი ძალაში 2023 წლიდან შევა. შტატში ბეწვისგან ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან ჩანთების დამზადება-გაყიდვა აღარ იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა არ ეხება ხელოვნურ ბეწვს, ტყავებს და ფიტულებს, ირმის, ცხვრის და თხის კანს. 

ასევე, კალიფორნიის გუბერნატორმა, გეივინ იუსონმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით საცირკო წარმოდგენებში ცხოველების გამოყენება იკრძალება. გარდა ძაღლების, კატების და ცხენებისა. 

"ჩვენ წავალთ უფრო შორს და მსოფლიოს ვეტყვით, რომ ველური ცხოველები მშვენიერნი არიან",- თქვა გუბერნატორმა. 

კანონის დამრღვევი 500 დოლარის ოდენობის დაჯარიმდება, განმეორებითი შემთხვევისას კი ჯარიმა ორმაგდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ცხოველთა უფლებადამცველები დადებითად შეხვდნენ. 

ბოლო დროინდელი ტენდეციის მიხედვით, ცხოველის ბეწვზე უარს ცნობილი მოდის სახლებიც ამბობენ. მათ შორის არის Versace, Gucci და Giorgio Armani. 

კომენტარები