მიხეილ კობახიძე

რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი კინორეჟისორი მიხეილ (მიშა) კობახიძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კობახიძე 1939 წლის 5 აპრილს დაიბადა. მის ნამუშევრებს შორისაა მოკლემეტრაჟიანი ფილმები "ახალგაზრდა სიყვარული" (1961) და "კარუსელი" (1962).

1964 წელს გამოვიდა კობახიძის სადიპლომო ნამუშევარი "ქორწილი", ხოლო 1967 წელს "ქოლგა".

1996 წელს მან ცხოვრება და მოღვაწეობა საფრანგეთში გააგრძელა.

მიხეილ კობახიძის შვილი იყო მსახიობი გეგა კობახიძე, "თვითმფრინავის ბიჭების" საქმის მონაწილე.

ტაბულა უსამძიმრებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

კომენტარები