უნგრეთი

ორბანის პარტიამ ადგილობრივი არჩევნები ოთხ დიდ ქალაქში, მათ შორის ბუდაპეშტში წააგო

0 კომენტარი
ფოტო: Ferenc Isza / AFP via Getty Images

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის, პარტია ბუდაპეშტსა და ქვეყნის სამ მსხვილ ქალაქში დამარცხდა.

მმართველი გუნდისთვის არჩევნებში დამარცხების ერთერთი მიზეზი გავრცელებული ვიდეო გახდა, სადაც ორბანის გუნდის წევრი, ქალაქ დიორის მერი იახტაზე ორგიაში იღებს მონაწილეობას. ვიდეო ერთერთ პორნო საიტზე გავრცელდა. 

ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც უნგრეთში ოპოზიციური პარტიები საარჩევნოდ გაერთიანდნენ და საერთო კანდიდატები წარადგინეს. 

ბუდაპეშტის მერობის ოპოზიციის კანდიდატი 44 წლის ლიბერალი გერგელი კარაჩონი იყო, რომელმაც წიანსწარი შედეგებით, ორბანის მოკავშირე და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იშტვან ტარლოში 6%-იანი სხვაობით დაამარცხა (კარაჩონი - 50%, ტარლოში - 44%). 

არჩევნებამდე კარაჩონი ამბობდა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო. 

"ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხის ძალაუფლება ყოველთვის მეტია, ვიდრე ძალაუფლების მქონე კაცები,"- თქვა კარაჩონიმ მას შემდეგ, რაც ტარლოშმა დამარცხება აღიარა. ტარლოშის კამპანიის ხელმძღვანელის ცნობით, მან კაროჩონის დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. 

ბუდაპეშტის გარდა, ოპოზიციურმა კანდიდატებმა ორბანის ფიდესის პარტია არაერთ დიდ ქალაქში დაამარცხეს, მათ შორის მიშკოლცში, სეგედსა და ეგერში, ხოლო ფიდესმა მოიგო დებრეცენი, დიორი და კეჩკემეტი. 

ოპოზიციისთვის ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად მოხდა. ამასთან, 2022 წელს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, სადაც ოპოზიცია შედეგის გაუმჯობესებას იმედოვნებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები