ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი: ჩვენ ყველას გვჭირდება კაცები, გვიყვარს და ვსწავლობთ კაცებისგან

Getty

ანჯელინა ჯოლიმ ჟურნალისტებთან ქალების ცხოვრებაში კაცების მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა.

მსახიობი ამის შესახებ ჟურნალისტების Maleficent: Mistress of evil-ის ლონდონის პრემიერაზე ესაუბრა.

"ვფიქრობ, ძალიან ხშირად, როდესაც ისტორია გვიამბობს ძლიერ ქალზე, იგულისხმება რომ მან კაცი უნდა დაჩაგროს, ან კაცს უნდა გავდეს, ან მას კაცი არ ჭირდება. ჩვენ, ყველას, გვჭირდება, გვიყვარს და ვსწავლობთ კაცებისგან", - თქვა ანჯელინა ჯოლიმ.

მსახიობმა თავის პერსონაჟზეც ისაუბრა, რომელიც ძლიერი ქალია, თუმცა არასწორი.

"ჩემი აზრით, ახალგაზრდა გოგოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია, რომ იპოვონ საკუთარი სიძლიერე, მაგრამ პატივი სცენ და ისწავლონ მათ გარშემო მყოფი კაცებისგან", - თქვა ანჯელინა ჯოლიმ.

კომენტარები