ტაიფუნი იაპონიაში

იაპონიაში ტაიფუნს 42 ადამიანი ემსხვერპლა, 15 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება

AP

იაპონიაში ტაიფუნ "ჰაგიბის" 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაკარგულია 15 ადამიანი.

კვირის მონაცემებით, იაპონიის ჩრდილო აღმოსავლეთში 20-ზე მეტი მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და ქალაქებსა და სოფლებში ათასზე მეტი სახლი დაიტბორა.

ხელისუფლებამ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. NHK-ის ინფორმაციით, ევაკუაციისას ადამიანების ნაწილი თავშსაფრისკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა. მათივე ცნობით, დაშავებულია 198 ადამიანი.

ტაიფუნის შედეგად, დაახლოებით, 92 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო 7 მილიონი მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო, თუმცა, თავშესაფრებს 50 000 ადამიანმა შეაფარა თავი.

იაპონიაში 1958 წლის შემდეგ ეს, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყოს. ტოკიოს ტერიტორიასა და შიცოუკას პრეფექტურაში 1958 წელს ტაიფუნს "კანოგავა" 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები