საქართველო-რუსეთი

ზურაბიშვილი პუტინთან შეხვედრაზე: თუ რამეს დავაპირებ, გაგაგებინებთ

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური

"მე რამეს თუ დავაპირებ, უთუოდ გაგაგებინებთ", - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა. 

დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს 26 სექტემბერს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. 

მოგვიანებით განცხადება ზალკალიანის უწყებამაც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა. 28 სექტემბერს კი რუსულმა მედიამ სერგეი ლავროვის ნათქვამი გაავრცელა - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ შეხვედრა ზალკალიანმა მოითხოვა. 

ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი შეხვედრა იყო.

კომენტარები