სვეტიცხოვლობა

პრეზიდენტი: სვეტიცხოვლობას ძალიან დიდი მადლი აქვს, ერთერთი ჭეშმარიტად ქართული დღესასწაულია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,​ სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

"მინდა, სრულიად საქართველოს მოვულოცო დღევანდელი დღე - სვეტიცხოვლობა. ეს ერთერთი ჭეშმარიტად ქართული, ქრისტიანული დღესასწაულია. დღეს აქ ვართ, რადგან ამ ქრისტიანულ დღესასწაულს ძალიან დიდი მადლი აქვს და მინდა მოგილოცოთ ყველას", - თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები