ბაგრატიონების

პრეზიდენტი "შილდაში" ღვინის ახალი ბრენდის "პრინცი იოანე ბაგრატიონის" წარდგენას დაესწრო

IPN.ge

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბაგრატიონების "სამეფო ოჯახის" წევრის, იოანე ბაგრატიონის, ახალი ღვინის ბრენდის "პრინცი იოანე ბაგრატიონის" წარდგენას დაესწრო. 

ახალი ღვინის ბრენდის წარდგენის ცერემონია 12 ოქტომბერს მეღვინეობა "შილდაში" გაიმართა. 

"დიდი მადლობა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც წამოიწყეთ. ყოველივე ახალი დაწურული ღვინო არის ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი საქმე. ეს ქვეყანა დგას ღვინოზე, ღვინის წარმოებაზე, ამ ქვეყანას მომავალი იმიტომ აქვს, რომ სიძნელეების მიუხედავად, ყოველთვის შეუძლია აღადგინოს ღვინის წარმოება და ამით გაიტანოს თავი უცხოეთში და თავადაც დადგეს ფეხზე,"- თქვა ზურაბიშვილმა წარდგენაზე. მის ამ კომენტარს IPN ავრცელებს. 

იოანე ბაგრატიონმა ღვინის წარდგენაზე თქვა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში, "ფესვებთან დაბრუნება".

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, "პრემიუმკლასის ღვინის წარმოებით", იოანე ბაგრატიონის მიზანია, "გაამდიდროს ღვინის წარმოება". 

კომენტარები