ელტონ ჯონი

"ფსიქიურად დაავადებული, შემაწუხებელი" - რას წერს ელტონ ჯონი მაიკლ ჯექსონზე წიგნში

0 კომენტარი
ფოტო: daily mail

ელტონ ჯონმა მემუარებში - "Me" - მაიკლ ჯექსონზე ისაუბრა და დაწერა, რომ ის მენტალურად ავადმყოფი ადამიანი იყო. მემუარები ხვალიდან, 15 ოქტომბრიდან გაიყიდება.

"მე გავიცანი მაიკლ ჯექსონი, როდესაც ის 13 ან 14 წლის იყო. ის წარმოუდგენლად გასაოცარი ბავშვი იყო. თუმცა, გარდატეხის ასაკში, მან დაიწყო საკუთარი თავის იზოლირება სამყაროსგან და რეალობისგან, ისევე, როგორც ეს ელვის პრესლიმ ქნა", - წერს ელტონ ჯონი.

მაიკლ ჯექსონი 2009 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ფსიქოტროპული წამლების არევა გახდა, განსაკუთრებით კი, ანესთეზიის წამლის პროპოფოლისა და ტრანკვილიზატორ ლორაზეპამის.

"მხოლოდ ღმერთმა იცის, რა ხდებოდა მის თავში და ასევე ღმერთმა იცის, რომელი ფსიქოტროპული წამლებით იბერებოდა ის. ბოლო წლებში, რამდენჯერაც ვნახე, სულ ვფიქრობდი, რომ ამ საწყალმა ადამიანმა თავისი მარგალიტები მთლიანად დაკარგა. ის ნამდვილად ფსიქიურად ავადმყოფი ადამიანი იყო, ასევე შემაწუხებელი, როდესაც შენ გარშემო იყო", - წერს ელტონ ჯონი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები