კანიე უესტი

კანიე უესტი ქრისტიანი გახდა

NME.com

შაბათს, კანიე უესტმა, ჰოვარდის უნივერსიტეტში შეკრებილ ადამიანებს ახალი ალბომიდან რამდენიმე სიმღერა შეუსრულა და ასევე თქვა, რომ ის ქრისტიანი გახდა.

ჰოვარდის უნივერსიტეტში კანიე უესტი თავისი, ტრადიციული საკვირაო "მსახურებისთვის" იყო ჩასული. აუდიტორიასთან საუბრის ამსახველი ვიდეო TMZ-იმ გაავრცელა.

"მინდა იცოდეთ, აქ იმისთვის არ ვარ რომ გაგართოთ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გავავრცელოთ სახარების ქადაგება. მაპატიეთ, თუ რამე არასწორად ვთქვი, მე ახლახან მოვექეცი. ეს ნიშნავს, რომ წელს, ცოტა ხნის წინ გადავირჩინე თავი", - ამბობს კანიე უესტი.

კანიე უესტი ტრადიციულ საკვირაო "მსახურებას" თითქმის ერთი წელია ატარებს. ცოტა ხნის წინ, მისი ცოლი, კიმ კარდაშიანი და სამი შვილი სომხეთში მოინათლნენ.

კომენტარები