The Batman

ბეტმენის ახალ ფილმში ქალი-კატის როლს ზოი კრავიცი შეასრულებს

0 კომენტარი
ფოტო: GETTY

სერიალ Big Little Lies-ის ვარსკვლავი, ზოი კრავიცი, ბეტმენის ახალ ფილმში ქალი-კატის [Catwoman] როლს შეასრულებს.

The Batman-ში ზოი კრავიცი რობერტ პატინსონთან ერთად ითამაშებს, რომელიც ფილმში ბეტმენის როლს ასრულებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ფილმის გადაღებები, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ეს 2020 წლის ზაფხულში მოხდება. ფილმის გამოსვლის თარიღი 2021 წლის, 25 ივნისია.

ბეტმენის როლზე როპერტ პატინსონმა ბენ აფლეკი ჩაანაცვლა, რომელმაც სუპერგმირის როლი 2017 წელს გამოსულ Batman-ში შეასრულა. რამდენიმე დღის წინ, პატინსომა თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს როგორ შეძლო ამ როლის მიღება.

ზოი კრავიცამდე ქალი-კატის როლი რამდენიმე ქალს აქვს შესრულებული - 2012 წელს, The Dark Knight Rises-ში, ენ ჰეთევეის, 2004 წელს ჰოლი ბერის, 1992 წელს კი მიშელ ფაიფერს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები