რუსეთი-აშშ

აშშ-მა 18 რუს დიპლომატზე ვიზები არ გასცა

აშშ-მა 18 რუს დიპლომატზე სამოგზაურო ვიზები არ გასცა. რუსული მედიის ინფორმაციით, დიპლომატებს გაეროს გენერალური ასამბლეაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმმეთა სამინიტროს თანამშრომელი, გენადი კუზმინი ავრცელებს. 

კუზმინის ცნობით, სამოგზაურო ვიზაზე უარი 18 დიპლომატს უთხრეს, მათ შორის არის თარჯიმანიც. ბოლო თვეების განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევა, როცა აშშ რუს დიპლომატებს ვიზებს არ გასცემს. 

ყველაზე გახმაურებელი შემთხვევა სექტემბრის ბოლოს, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. მაშინ ვიზაზე უარი 10 რუს დიპლომატს უთხრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომხდარს უპატივცემულობის შემაშფოთებელი მაგალითი უწოდეს. 

ოფიციალურმა მოსკოვმა ვაშინგტონში საპროტესტო ნოტაც გაგზავნა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საკითხზე საუბრისას განაცხადეს, რომ უწყება ინდივიდუალურად განიხილავს განაცხადებს და კანონის მიხედვით მოქმედებს. 

 

კომენტარები