საქართველო-სომხეთი

დღეს, 15 ოქტომბერს, გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავა

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დღეს, 15 ოქტომბერს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გახარიას თურქეთში ვიზიტიც მზადდება. 

"პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტი ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე შედგება, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება"- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. 

ცნობისთვის, გიორგი გახარია გასულ კვირას, პრემიერმინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავდა.

კომენტარები