ბზიკის ნაკბენი

ქობულეთის სოფელ შუაღელეში 57 წლის კაცი ბზიკებმა დაკბინეს და გარდაიცვალა

ქობულეთში, სოფელ შუაღელეში 57 წლის კაცი ბზიკებმა დაკბინეს. ის სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბზიკებს ეზოში ბუდე ჰქონდათ გაკეთებული და კაცი იმ დროს დაკბინეს, როცა ბუდეს მიუახლოვდა. 

კომენტარები