ადრეულ ასაკში ქორწინება

გარდაბანში მასწავლებელმა ადრეული ქორწინება გააპროტესტა, მას ბოდიში საჯაროდ მოახდევინეს

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი

გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდში, გეოგრაფიის მასწავლებელს სოფლის ცენტრში ბოდიში მოახდევინეს, ყველაფერი ტელეფონით გადაიღეს და მასწავლებლის დისკრედიტაციის მიზნით, ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. 

მთავარი არხის ინფორმაციით, შემთხვევა მასწავლებლის facebook სტატუსს მოჰყვა. კაცმა თავისი მოსწავლე გოგონას მოტაცების ფაქტი გაასაჯაროვა და ადრეულ ასაკში ქორწინება გააპროტესტა. ამის შემდეგ გოგომ ოჯახში დაბრუნება შეძლო და სწავლა გააგრძელა.

არხის ინფორმაციით, მასწავლებელი პოლიციის სამმართველოში 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა, თუმცა კაცის თქმით, მას საჩივარი არ დაუწერია. 

საკითხის გასარკვევად ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ მასწავლებელი გამოიკითხა, ხოლო მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც იძულებას გულისხმობს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები