ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

ცქიტიშვილი: ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულების შესრულების ვადა დღეს ეწურება

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. 

დღეს იწურება კონსორციუმისთვის დაწესებული ვადა. დღის ბოლომდე კონსორციუმმა ახალი ინვესტორებისა და კაპიტალის შევსების შესახებ სავალდებულო დოკუმენტები უნდა წარადგინოს. ამასთანავე, კომპანიამ სახელმწიფოს პროექტის დაფინანსების შესახებ ბანკებთან წინასწარი შეთანხმება უნდა წარუდგინოს.

მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობა ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას სამუშაო დღის ბოლომდე დაელოდება. ცქიტიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს პოზიცია, კონსორციუმის მიერ წარდგენილ ინვესტორებთან დაკავშირებით ხვალ გახდება ცნობილი. 

გუშინ, 14 ოქტომბერს საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს ლიდერმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პროექტისთვის საჭირო თანხები კონსორციუმმა უკვე მოიძია. 

იგივე შინაარსის განცხადება გაავრცელა ახლანდელმა თავმჯდომარემ, ლევან ახვლედიანმაც. მისი თქმით, კონსორციუმმა უკვე წარუდგინა სახელმწიფოს ორი პოტენციური ინვესტორი და ახლა ბურთი სახელმწიფოს მოედანზეა. 

საუბარია, ამერიკული კონტი ჯგუფის პოტენციურ ჩამნაცვლებელზე კერძოდ ყაზახურ, Meridian Capital Limited-ზე და ჰოლანდიურ Van Oord-ზე. ვრცელდება ინფორმაცია ამერიკულ ფონდზე, რომელიც მზადაა პროექტის დასაფინანსებლად, თუმცა კომპანიის სახელწოდება ამ დრომდე არ არის ცნობილი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები