ფულადი გზავნილები

სექტემბერში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები შემცირდა, ევროკავშირიდან - გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

ეროვნული ბანკის ცნობით, 2019 წლის სექტემბერში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები 3.70%-ით შემცირდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან 21.6%-ით გაიზარდა.

ამისდა მიუხედავად, არცერთი ცალკეული ქვეყნიდან შემოსულა იმ მოცულობის ფულადი გზავნილები, რამდენიც რუსეთიდან, საიდანაც 36.30 მილიონი დოლარი შემოვიდა სექტემბერში რაც მთლიანი გზავნილების 24.24%-ია.

საერთო ჯამში, სექტემბერშის საქართველოში შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 149.8 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 444 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 13.9%-ით არის გაზრდილი.

საქართველოდან საზღვარგარეთ 20.5 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 60.7 მილიონი ლარი გაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები