ფულადი გზავნილები

ქვეყნები, საიდანაც ყველაზე დიდი ფულადი გზავნილები შემოვიდა

Reuters

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წელთან შედარებით 13.9%-ით გაიზარდა და 149.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

კლებას განაგრძობს რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები, ევროკავშირიდან კი პირიქით, ისევ იმატებს. ამისდა მიუხედავად, ცალკეული ქვეყნებიდან, ყველაზე დიდი მოცულობის გადმორიცხვები კვლავ რუსეთიდან ხორციელდება.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა სექტემბერში, ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - 36.3 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი გზავნილების 24.24%, კლება 3.70%
  2. იტალია - 21.08 მლნ, გზავნილების 14.07%, ზრდა 27.19%
  3. საბერძნეთი - 15.92 მლნ, გზავნილების 10.63%, ზრდა 12.34%
  4. აშშ - 15.39 მლნ, გზავნილების 10.28%, ზრდა 8.37%
  5. ისრაელი - 13.55 მლნ, გზავნილების 9.05%, ზრდა 8.40%
  6. თურქეთი - 8.18 მლნ, გზავნილების 5.46%, ზრდა 13.16%
  7. გერმანია - 4.38 მლნ, გზავნილების 2.92%, ზრდა 29.17%
  8. უკრაინა - 4.28 მლნ, გზავნილების 2.85%, ზრდა 87.56%
  9. ესპანეთი - 3.48 მლნ, გზავნილების 2.32%, ზრდა 3.44%
  10. ყაზახეთი - 2.93 მლნ, გზავნილების 1.95%, ზრდა 101.01%

კომენტარები