დაკარგული ძაღლი

პატრონმა 12 წლის წინ დაკარგული ძაღლი 1800 კილომეტრის დაშორებით იპოვა

News

ძაღლი, რომელიც 12 წლის წინ გაუჩინარდა, პატრონმა 1800 კილომეტრის დაშორებით იპოვა.

ძაღლი 2007 წელს, სამხრეთ ფლორიდაში გაუჩინარდა და ის პიტსბურგში, 1800 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.

ტერიერი, სახელად დაჩესი უკვე 14 წლის იყო, როდესაც პატრონმა მას მიაგნო. კეტრინ სტრანგის, მისი პატრონის თქმით, ის 2007 წელს ფლორიდაში, ორლანდოში მდებარე სახლის კარიდან გაიქცა და ოჯახს მას შემდეგ აღარ უნახავს. 

დაჩესი მიკროჩიპის მეშვეობით იპოვეს. პატრონი მთელი ამ დროის განმავლობაში მიკროჩიპის ფუნქციონირების განახლების საფასურს - 22 დოლარს ყოველწლიურად იხდიდა.

ორშაბათს 14 ოქტომბერს, ცხოველთა სამაშველო თავშესაფრის (HAR) მესაკუთრემ ძაღლი ქუჩაში იპოვა და თავშესაფარში მიიყვანა. HAR-მა მეპატრონის მონაცემებს მიკროჩიპის მეშვეობით მიაგნო და მას დაუკავშირდა.

კომენტარები