ხუმრობა დაკრძალვაზე

"გამომიშვით, ძალიან ბნელა" - კაცი საკუთარ დაკრძალვაზე მისულ ხალხს გაეხუმრა

0 კომენტარი

ირლანდიის ქალაქ დუბლინში, კაცი საკუთარ დაკრძალვაზე მისულ ხალხს თავისივე ხმის ჩანაწერის საშუალებით გაეხუმრა.

შეი ბრედლი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 8 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას სურდა, რომ დაკრძალვაზე ყველა მხიარულ ხასიათზე ყოფილიყო, ამიტომ მობილურში წინასწარ თავისი ხმა ჩაწერა და დაკრძალვაზე მყოფ ხალხს კუბოდან "მოასმენინა".

"გამარჯობა, გამარჯობა, გამომიშვით აქედან. სად ვარ? გამომიშვით, აქ ძალიან ბნელა. მღვდელის ხმა მესმის? მე ყუთში ვარ, თქვენ მოპირდაპირე მხარეს. მე მკვდარი ვარ", - ისმოდა ხმები კუბოდან.

მისმა ქალიშვილმა, ანდრეა ბრედლიმ, HuffPost-ს უთხრა, რომ მამამისმა თავისი ხმა ერთი წლის წინ ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაწერა, ამის შესახებ კი მხოლოდ თავის ორ შვილსა და ძმისშვილს უთხრა. დაკრძალვამდე ორი დღით ადრე, შვილებმა ამის შესახებ დედასაც უთხრეს და მათ გადაწყვიტეს, მამამისის სურვილი აესრულებინათ.

"მას სურდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ დედაჩემი ტირილის ნაცვლად იცინებდა. და მან ეს შეძლო", - თქვა ანდრეა ბრედლიმ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები