The Marvelous Mrs. Maisel

The Marvelous Mrs. Maisel მესამე სეზონით ბრუნდება (თრეილერი)

ტაბულა

შოუ The Marvelous Mrs. Maisel ეკრანებზე მესამე სეზონით ბრუნდება და მისი ახალი თრეილერის ნახვა უკვე შესაძლებელია. 

მესამე სეზონში, მთავარი გმირი ამერიკაში სადებიუტო სტენ აპ ტურს მოაწყობს. მოქმედება ბევრ სხვადასხვა ქალაქში განვითარდება. შოუს ახალ სეზონში ლოს ანჯელესს, მაიამის, ჩიკაგოს და ლას-ვეგასს ვნახავთ.როგორც თრეილერში ჩანს, მთავარ გმირს მშობლებისთვის იმის ახსნაც დაჭირდება, რომ სექს მუშაკი კი არა, უბრალოდ კომედიანტია. ასევე, ძველ პერსონაჟებთან ერთად, თრეილერში სტერლინგ კ. ბრაუნის  ახალი გმირიც ჩნდება. 

The Marvelous Mrs. Maisel  მესამე სეზონი Amazon Prime Video-ზე 6 დეკემბერს გამოვა

საოცარი მისი მეიზელი AMAZON-ის პროდუქტია და მისი ოფიციალური პრემიერა 2017 წლის 17 მარტს, Prime Video-ზე შედგა. 2018 წლის ოქროს გლობუსზე სერიალი დაჯილდოვდა კატეგორიაში საუკეთესო სერიალი – კომედია ან მიუზიკლი, ხოლო რეიჩელ ბროსნაჰანმა მთავარი ჯილდო მიიღო Choice Awards-ზე საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში. კრიტიკოსების დიდმა ნაწილმა სერიალი დადებითად შეაფასა. 

 

კომენტარები