აშშ-ლიტვა

აშშ-მა ლიტვაში ოპერაცია Atlantic Resolve-ის ფარგლებში 500 ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა

ლიტვის თავდაცვის სამინისტრო

ლიტვაში აშშ-ის სამხედრო კონტიგენტის პიველი ნაწილი ჩავიდა. დანაყოფი აშშ-ის არმიის ევროპული ოპერაციის Atlantic Resolve-ის ნაწილია და ქვეყანაში 2020 წლის გაზაფხულამდე დარჩებიან.

500 ჯარისკაცის გარდა ლიტვაში გაიგზავნა 30 აბრამსის ტიპის ტანკი, 25 Bradley IFV (ქვეითთა საბრძოლო მანქანა) და 70 ბორბლებიანი ტრანსპორტი. ეს სამხედრო ტექნიკა პაბრადეს მიმდებარედ საწვრთნელ ბაზაზე განთავსდება.

ამერიკელი ჯარისკაცები ლიტვის შეიარაღებულ ძალებს Boxer IFV-ს შეძენის შემდეგ მისი მექანიზაციის პროცესშიც დაეხმარებიან.

"ჩვენ დიდი ხანია გვსურს აშშ-ის გრძელვადიანი სამხედრო ჩართულობა ლიტვაში და რეგიონში." თქვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა.

ევროპაში გაგზავნილი ამერიკელი სამხედროების მისიაა ითანამშრომლონ და გაწვრთნან მოკავშირეთა შეიარაღებული ძალები და გაცვალონ გამოცდილება.

ამერიკელი სამხედროების როტაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებში და აღმოსავლეთ ევროპაში 2014 წლიდან ოპერაცია Atlantic Resolve-ის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიას და ყირიმის ანექსიას მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს აშშ ევროპაში სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად 20 000 ჯარისკაცს გაგზავნის. გასული 25 წლის განმავლობაში ეს ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალის ყველაზე მასშტაბური განლაგება იქნება.

"Defender Europe 2020" მომავალი წლის აპრილიდან მაისამდე ჩატარდება.

წვრთნაში ევროპაში მყოფი 9 000 ამერიკელი და 8 000 ევროპელი ჯარისკაციც მიიღებს მონაწილეობას.

წვრთნა 10 ქვეყანაში გაიმართება, მათ შორის საქართველოში, გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში. მასში 18 ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილობას.

კომენტარები