The Matrix

ნილ პატრიკ ჰარისი მატრიცას მეოთხე ნაწილში ითამაშებს

Getty

ცოტა ხნის წინ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ნილ პატრიკ ჰარისი მატრიცას მეოთხე ნაწილში ითამაშებს.

How I Met Your Mother-ის მსახიობი, მეოთხე ნაწილში, კიანუ რივზსა და კერი-ენ მოსს შეუერთდა.

მატრიცას მეოთხე ნაწილის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია აგვისტოში გავრცელდა. ფილმის რეჟისორი ისევ ლანა ვაჩოვსკი იქნება, გადამღები სტუდია კი Warner Bros..

ამ დროისთვის ფილმი დეტალების შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის. ცოტა ხნის წინ, კიანუ რივზმა თქვა, რომ მან მეოთხე ნაწილის სცენარი უკვე წაიკითხა.

ჯერჯერობით უცნობია ისიც, როდის დაიწყება ფილმის გადაღებები, თუმცა სავარაუდოდ ეს 2020 წელს მოხდება. 

კომენტარები