ქართული კინო

საქართველო ვალიადოლიდის კინოფესტივალზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება

ვალიადოლიდის რიგით 64-ე კინოფესტივალი 19 - 26 ოქტომბერს ესპანეთში გაიმართება. საქართველო ფესტივალზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. 

ფესტივალზე ბოლო ოცი წლის განმავლობაში შექმნილ 20-ზე მეტ ქართულ ფილმს ანახებენ, რომელთა შორის იქნება:

ოთარ იოსელიანის „შანტრაბა“

ზაზა ურუშაძის „მანდარინები“

გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“

ნანა ექვთიმიშვილის „გრძელი, ნათელი დღეები“

რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“

მარიამ ხაჭვანის „დედე“

ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“

ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“

თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“

ქეთი მაჭავარიანის „მარილივით თეთრი“

რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“

ანა ურუშაძის „საშიში დედა“

თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“

ლევან კოღუაშვილის „გოგიტას ახალი ცხოვრება“

ნუცა ალექსი-მესხიშვილის „ფელიჩიტა“

რატი ონელის „მზის ქალაქი“

ზაზა ხალვაშის „ნამე“

თორნიკე ბზიავას „აპრილის სუსხი“

ნანა ექვთიმიშვილის „დედა“

რატი წითელაძის „სოციუმის პატიმარი“

რატი წითელაძის „დედა“

ანა სარუხანოვას „დღის ბოლომდე“

ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია ლევან აკიმის ფილმი "And Then We Danced", რომელმაც კანის ფესტივალზე ჩატარებული პრემიერის შემდეგ კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა. 

ასევე ცნბობილია, რომ  კინოფესტივალის ჟიურიში 2 ქართველი კინორეჟისორი იქნება – ქეთი მაჭავარიანი (საერთაშორისო კონკურსი) და ნუცა ალექსი-მესხიშვილი. ასევე, ფესტივალი გამოსცემს ორენოვან წიგნს (ქართულ და ესპანურ ენებზე) ქართული კინოს შესახებ, სადაც კინომცოდნეების – ლელა ოჩიაურის, ზვიად დოლიძისა და ირინა დემეტრაძის სტატიები შევა.

ვალიადოლიდის კინოფესტივალი 1956 წლიდან არსებობს და ის ესპანეთში საავტორო კინოსთვის ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. 

კომენტარები