რუსეთის ეკონომიკა

დედოლარაზიციის გამო რუსეთმა 8 მილიარდი დოლარი დაკარგა

ვლადიმერ პუტინი
Vanity Fair

რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებამ, სავალუტო რეზერვების ნაწილი სხვა ვალუტებში გადაეტანათ, რუსეთის ეკონომიკას 8 მილიარდი დოლარი დააკარგვინა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

საუბარია ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული ექსპერიმენტზე, რომელიც სავალუტო რეზერვებში დოლარის წილის შემცირებას გულისხმობდა. ამ გადაწყვეტილების გამო რუსეთმა ვერ მიიღო სარგებელი, რომელსაც დოლარის 6.5%-იან გამყარება მოუტანდა. 

სავალუტო რეზერვების მანამდე არსებული სტრუქტურით, რეზერვის სახით არსებული 531 მილიარდი დოლარი 3.8%-ით გაიზრდებოდა. 

Goldman&Sach-ის მონაცემებით, დედოლარიზაციის გადაწყვეტილება რუსეთში ამერიკული სანქციების გავლენის შესამცირებლად მიიღეს. დოლარზე ნაწილობრივ უარის თქმის შემდეგ, რუსეთმა პრიორიტეტად ჩინური იუანი დაისახა. 

ამ დროისთვის რუსეთი იუანის მსოფლიოს რეზერვების 70%-ს ფლობს. დედოლარიზაციით გამოწვეულ დანაკარგებს ნაწილობრივ ოქროს მზარდი მარაგები აკომპენსირებს. 2018 წელს რუსეთის ოქროს საცავების ღირებულება 40%-ით 100 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

კომენტარები