საქართველო - რუსეთი

საქართველო რუსეთს მკვლელობაში ეჭვმიტანილ რუსეთის მოქალაქეს გადასცემს

0 კომენტარი
ფოტო: pinterest

საქართველო რუსულ მხარეს მოსკოვის რეგიონის გამომძიებლის ევგენი შიშკანის მკვლელობის საქმეში მონაწილეობაში ეჭვმიტანილ რუსეთის მოქალაქეს, IT სპეციალისტს, იაროსლავ სუმბაევს, გადასცემს.

სუმბაევის თბილისში დაკავების შემდეგ მან საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარი სთხოვა. მიმდინარე წლის მაისში თბილისის სასამართლომ სუმბაევის რუსეთში ექსტადირების გადაწყვეტილება მიიღო. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ სუმბაევს საექსტრადაციო ბრძანება 15 ოქტომბერს გადასცეს და მას აქვს "გონივრული" დრო, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს პროცესის შესაჩერებლად:

"სუმბაევის საექტრადიციო ბრძანება გამოიცა 2019 წლის 30 სექტემბერს. ეს არის ერთ-ერთი საქმე, რომლის ფარგლებში ჩვენ საჭიროებისამებრ ვითხოვთ სამართლებრივ გარანტიებს ნებისმიერი სახელმწიფოსგან. ამჯერად იგი მიღებულია რუსეთიდან და შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებსა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკას. ამ ეტაპზე ველოდებით მის ეტაპირებას, რომლის ზუსტი თარიღი უცნობია. სუმბაევს ბრძანება ჩაბარდა 15 ოქტომბერს და ეტაპირებამდე აქვს გონივრული დრო, რომ მიმართოს ექსტრადიციის შესაჩერებლად სტრასბურგის სასამართლოს, რაც მისი უფლებაა," - ამბობენ უწყებაში.

იუსტიციის ლეიტენანტ პოლკოვნიკი შიშკინი ცენტრალურ ფედერალურ ოლქში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრანსპორტის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამომძიებლად მსახურობდა. ის 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს. რუსეთში გამოძიება მკვლელობის შესაძლო ორგანიზატორად სუმბაევს მიიჩნევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები