საარსებო მინიმუმი

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 378.5 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2019 წლის სექტემბრისთვის შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189.9 ლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 0.7 ლარით მეტია.

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 318.6 ლარია საქსტატის მიხედვით.

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 269.2 ლარს შეადგენს (აგვისტოსთან შედარებით 1.1 ლარით მეტი), სამსულიანის კი 302.8 ლარს (1.2 ლარით მეტი).

ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საქსტატის მიხედვით 336.5 ლარია, ხუთსულიანის კი 378.5 ლარი, რაც წინა თვის მონაცემებთან შედარებით, შესაბამისად, 1.4 და 1.5 ლარით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს:

"2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა."

კომენტარები