გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა

"გადაგვარჩინა უფალმა", "უპასუხისმგებლო ქმედებები" - ლილუაშვილი გუგუტიანთკარში აქტივისტებზე

0 კომენტარი

მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ცხინვალის და ახალგორის მიმართულებით არაერთი შემთხვევა იყო, როცა "ურა პატრიოტიზმით განმსჭვალული ადამიანების უპასუხისმგებლო ქმედებებმა" საკითხი გაამწვავა.

ასე გამოეხმაურა ლილუაშვილი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მოსმენის დროს ქართული ოცნების დეპუტატის, კობა კობალაძის რეპლიკას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ "გამოხატვის თავისუფლება ხშირად ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში გადადის" და ამის მაგალითად საოკუპაციო ხაზთან აქტივისტების ქმედებები მოიყვანა.

სუს-ის ხელმძღვანელობის კანდიდატი კობალაძეს დაეთანხმა და თქვა:

"გვქონდა არაერთი შემთხვევა ბოლო პერიოდში, როგორც ცხინვალის მიმართულებით, ასევე ახალგორის მიმართულებით, თუ რა შეუძლია გამოიწვიოს ურა პატრიოტიზმით განმსჭვალული ადამიანების უპასუხისმგებლო ქმედებებმა და სიმწვავის რა სიღრმეში შეიძლება შეიყვანოს საკითხი, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იყო შესაყვანი ისეთ ფაზაში, რა ფაზაშიც დღეს გახლავთ, კონკრეტულად გარეჯის მიმართულება. გავიხსენებ თუნდაც გუგუტიანთკარში მორიგი ბორდერიზაციის პროცესის დროს იქ გამწვავებულ სიტუაციას, როდესაც იქ გამყოფი ხაზის მეორე მხრიდან მოხდა კოლოსალური რაოდენობის ტექნიკის მობილიზება, რამაც საბოლოოდ, გადაგვარჩინა უფალმა, ძალიან დააყენა კითხვის ქვეშ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი.

ერთის მხრივ, გვინდა კონფლიქტი მოვაგვაროთ მშვიდობიანი გზით და მეორეს მხრივ, არ ვერიდებით პირადი ან პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებას იმ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე, ვინც სასაზღვრო ზოლში ისედაც უბედურ მდგომარეობაში იმყოფება".

გრიგოლ ლილუაშვილს დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე უსმენდნენ. ის სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე სამთავრობო ცვლილებების შედეგად წარადგინეს - მას შემდეგ, რაც სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები