გრიგოლ ლილუაშვილი

ლილუაშვილი ივანიშვილზე: არაჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები მაქვს

საქართველოს პარლამენტი

ბიძინა ივანიშვილთან, არაჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები მაქვს, როგორც პიროვნებასთან, - ამის შესახებ მთავრობის მიერ სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის დასრულების შემდეგ თქვა. 

"მოგეხსენებათ, ჩვენ არა ვართ მთავრობის წევრი სტრუქტურა. ჩვენ თანაბარი დოზით გაგვაჩნია ანგარიშვალდებულება პრემიერთან და პარლამენტთან. შესაბამისად, პოლიტიკურ შეხვედრებს, თათბირებს, მთავრობის სხდომებს ჩვენ არ ვესწრებით"- თქვა მან. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხვდება თუ არა ის ივანიშვილის ხშირად, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ საერთოდ არ ხვდება.

"თუმცა, თუ დამპატიჟებენ რაღაც წვეულებაზე პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ეს ადამიანური ურთიერთობების ჩარჩოს არ გასცდება და ეს არ არის საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში განსახილველი"- აღნიშნა მან. 

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ლილუაშვილის დანიშვნას მხარი დაუჭირა. 

კომენტარები