კრივი

27 წლის ამერიკელი მოკრივე რინგზე მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

27 წლის ამერიკელი მოკრივე, პატრიკ დეი, რინგზე მიღებული თავის ტვინის ტრავმის გამო გარდაიცვალა.

შაბათს, პატრიკ დეისა და ჩარლზ კონველს შორის მატჩი გაიმართა, რომელზეც პატრიკ დეი მოწინააღმდეგემ ნოკაუტში ჩააგდო, ამის შემდეგ კი ის 4 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.

პატრიკ დეის გარდაცვალების შესახებ, მისმა აგენტმა ინფორმაცია დღეს დაადასტურა.

"მან აირჩია კრივი და იცოდა ყველა იმ რისკის შესახებ, რომლებსაც მოკრივეები ეჩეხებიან რინგზე ასვლის დროს. კრივი იყო ის, რაც პატს უყვარდა. ასე შთააგონებდა ის ხალხს და ეს მას აცოცხლებდა", - წერია აგენტის განცხადებაში.

ჩარლზ კონველი პატრიკ დეის მდგომარეობას რინგის მეორე დღეს გამოეხმაურა.

"არასდროს მსურდა ეს დაგმართნოდა, მხოლოდ მოგება მინდოდა. ყველაფერის უკან წაღება რომ შემეძლოს, ასე მოვიქცეოდი. არავინ იმსახურებს ამას", - თქვა 21 წლის ჩარლზ კონველმა.

მანამდე, ივლისში, რინგზე მიღებული ტრავმების გამო ორი მოკრივე - მაქსიმ დადაშევი და ჰუგო სანტილანი გარდაიცვალნენ.

კომენტარები