რუსეთი

რუსეთმა სამი ამერიკელი დიპლომატი დააკავა ბაზასთან, სადაც რაკეტის გამოცდისას აფეთქება მოხდა

0 კომენტარი
ფოტო: BBC

რუსეთმა სამი ამერიკელი დიპლომატი წარუმატებელი სარაკეტო გამოცდის ბაზასთან დააკავა. ისინი მატარებლიდან მაშინ ჩამოიყვანეს, როდესაც ქალაქ სევეროდვინსკისაკენ მიემართებოდნენ. მას შემდეგ, რაც ქალაქი მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე სარაკეტო გამოცდისას აფეთქება მოხდა და რადიაციის მაჩვენებელი გაიზარდა, ქალაქში ჩასვლის უფლება უცხოელებს შეზღუდული აქვთ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დიპლომატებმა მათ ოფიციალური ვიზიტის შესახებ წერილობით მიმართეს, თუმცა დანიშნულების ადგილად არხანგელსკი მიუთითეს, რომელიც 30 კილომეტრში მდებარეობს.

"მათ თქვეს, რომ არხანგელსკში მიდიოდნენ მაგრამ სევეროდვინსკის გზაზე აღმოჩნდნენ. სავარაუდოდ, დაიკარგნენ. ჩვენ მზად ვართ აშშ-ის საელჩოს რუსეთის რუკა გავუგზავნოთ." ნათქვამია საგაერო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დიპლომატების დაკავებას გამოეხმაურნენ აშშ-ში. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით ისინი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ და ამის შესახებ შესაბამისი პროცედურების დაცვით აცნობეს რუსეთის მთავრობას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ბირთვულმა სააგენტომ, როსატომმა აღიარა, რომ 8 აგვისტოს ნიონოკსასთან მდებარე სამხედრო ბაზაზე ბირთვული ძრავის მქონე რაკეტას ცდიდნენ, რომელიც აფეთქდა.შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მიმდებარე ქალაქებში, მათ შორის სევეროდვინსკში რადიაციის დონემ დასაშვებ მაჩვენებელს 16-ჯერ გადააჭარბა.

თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ აფეთქებას რადიოაქტიური ან ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურება არ გამოუწვევია. თუმცა, აფეთქების მომდევნო დღეებში რადიოაქტიური ნაწილაკების გლობალური ქსელის 4 სენსორი, რომლებიც აფეთქების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა, გამოირთო.

აშშ-ში მიაჩნიათ, რომ რუსეთი ბირთვულ ძრავაზე მომუშავე რაკეტას ცდიდა, რომლის შექმნაც ვლადიმირ პუტინმა გასულ წელს დააანონსა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები