ელტონ ჯონი

ელტონ ჯონმა ახალი მეფე ლომი გააკრიტიკა

0 კომენტარი

ბრიტანულ გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში ელტონ ჯონი გამოტყდა, რომ დისნეის ლეგენდარული ანიმაციური ფილმის ახალი ვერსია არ მოეწონა. მუსიკოსის აზრით, სურათის შემქმნელებმა მუსიკა გააფუჭეს და მაყურებლამდე ემოციები სათანადო სიმძაფრით ვერ მიიტანეს. 

"მეფე ლომის ახალი ვერსია ჩემთვის დიდ იმედგაცრუებად იქცა, რადგან შემქმნელებმა მუსიკა გააფუჭეს! ფილმის ორიგინალში მუსიკა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მაყურებელთან ურთიერთობის დამყარებაში ამ ფილმში კი ეს ძალა, ბედნიერება და მაგია დაკარგულია! საუნდტრეკმა ვერ მოიპოვა იგივე დიდება, რაც , 25 წლის წინ, მისმა ორიგინალმა შეძლო. ახალი მუსიკა ჩარტებიდან ძალიან მალე გაქრა" თქვა სერ ელტონ ჯონმა. 

ამჯერად ელტონ ჯონი არ იყო ჩართული საუნდტრეკების შექმნასა და გადამუშავებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ესიამოვნებოდა ისიც დაეპატიჟებინათ ფილმზე სამუშაოდ. 1994 წლის "მეფე ლომი" მუსიკალურად სწორედ ჯონმა გააფორმა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები