ნარკორეალიზატორების დაკავება

შსს: თბილისში, ფონიჭალასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში 5 მსხვილი ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ფონიჭალასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში 5 ნარკორეალიზატორი, 1983 წელს დაბადებული დ.მ., 1981 წელს დაბადებული ა.ე., 1978 წელს დაბადებული ფ.თ., 1981 წელს დაბადებული გ.ა. და 1982 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

"სამართალდამცავებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 11 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 20 970 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო,"-თქვა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებას გულისხმობს და 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მიმდინარე წელს სამართალდამცავებმა 26.2 კგ. ჰეროინი, 2 კგ. კოკაინი, 13 700 აბი სუბუტექსი და სუბუქსინი, 23.1 კგ. MDMA და 9.8 კგ. ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სულ 113 პირია დაკავებული.  

კომენტარები