ცენზურა

რატომ არის აკრძალული ვინი პუჰი ჩინეთში?

1926 წლის 14 ოქტომბერს მსოფლიომ ვინი პუჰი პირველად გაიცნო. ბოლო 50 წლის განმავლობაში დათვის პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, განსაკუთრებით, კი მას მერე რაც კომპანიამ Disney მასზე ანიმაციური ფილმი გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ დიდსა თუ პატარას თაფლის მოყვარული სათამაშო დათვი ძალიან უყვარს, 2018 წლიდან ჩინეთში ის აკრძალულია. 

2013 წელს, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი აშშ-ში პრეზიდენ ობამას სტუმრობდა. სოციალურ ქსელებსა და მედიაში ის Disney-ს ანიმაციურ პერსონაჟს, პუჰს შეადარა და მალევე ინტერნეტში meme-ების ინდუსტრია გაჩნდა. მრავალწლიანი ინტერნეტხუმრობების გამო, ჩინელმა ცენზორებმა ვინი პუჰი აკრძალეს. ეკრანებზე არ გამოვიდა ფილმი"კრისტოფერ რობინი", ხოლო პოპულარული სოციალური ქსელიდან Weibo წაშალეს ყველა კომენტარი და meme პუჰზე. ამასთანავე, აიკრძალა არხი HBO - რადგან ერთერთმა წამყვანმა ვინი პუჰისა და ძინპინის მსგავსებას ხაზი გაუსვა. 

ჯერ-ჯერობით ჩინეთის მთავრობა ვინი პუჰისთვის აკრძალვის მოხსნას არ გეგმავს, ვინი პუჰი კი წინააღმდეგობის ერთერთ სიმბოლოდ იქცა.

კომენტარები