ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონს ოფიციალურ ინსტაგრამამდე ყალბი გვერდი ჰქონდა - video

ჰოლივუდის ვარკვლავი, ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე დარეგისტრირდა, მაგრამ მსახიობმა ჯიმი კიმელთან სტუმრობისას აღნიშნა, რომ მას მანამდეც ჰქონდა ამ სოციალურ ქსელთან შეხება. ენისტონს ოფიციალური გვერდის შექმნამდე ყალბი ინსტაგრამ პროფილი ჰქონდა.

"ამ გვერდს ხალხის დასათვალიერებლად (სტალკინგისთვის) ვიყენებდი", - ამბობს ენისტონი კიმელთან სტუმრობისას.

ჯენიფერ ენისტონის ინსტაგრამის პირველი ფოტოზე FRIENDS-ის ყველა მთავარი გმირის დანახვა შეგვიძლია.

ენისტონი, კორტნი კოქსი, მეთიუ პერი, ლიზა კუდროუ, მეთ ლებლანი და დევიდ შვიმერი - მეგობრები ერთად შეიკრიბნენ და ჯენიფერ ენისტონის ახალი ინსტაგრამ გვერდისთვის სელფი გადაიღეს.

კომენტარები