რუსული ოკუპაცია

მაკკეინის ინსტიტუტმა საოკუპაციო ხაზის გავლების შესახებ ვიდეო მოამზადა [VIDEO]

0 კომენტარი
ფოტო: YouTube

ანალიტიკურმა ინსტიტუტმა "მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის" The Heritage Foundation-თან და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) ერთად მოკლე ვიდეო მოამზადა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გავლებისა და გადმოწევის პოლიტიკას ასახავს. 

საოკუპაციო ხაზის გავლება აგვისტოს ომიდან 3 წლის შემდეგ - 2011 წელს დაიწყო. ანალიტიკური ინსტიტუტის The Heritage Foundation აღნიშნავს, რომ ამას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (FSB) და ადგილობრივი სეპარატისტული ძალები ახორციელებენ. 

2011 წლიდან დღემდე საოკუპაციო ხაზის გავლების 155 შემთხვევაა აღრიცხული.

ბოლო წლებში კი ეს პრაქტიკა უფრო გახშირდა - 2017 წელს 32, 2018 წელს 24 და 2019 წელს საოკუპაციო ხაზის გადმოწევის 24 შემთხვევა აღნუსხეს. 

მავთულხლართებისა და სხვა არალეგალური ღობეების საერთო სიგრძე ოკუპირებულ აფხაზეთთან 48, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან 53 კილომეტრია. 

მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რიგ შემთხვევაში რუსეთი მეტ ტერიტორიას იკავებს, რასაც შეიძლება 'მცოცავი ანექსია' ეწოდოს. ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა. ეს ქმედება ოჯახებს და თემებს ერთმანეთს აშორებს, რასაც არა მხოლოდ ადამიანურ ტრაგედიამდე მივყავართ, არამედ სამომავლოდ ამ ტერიტორიების მშვიდობიანი რეინტეგრაციის შესაძლებლობასაც ამცირებს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები