შატილის სკოლა

გიორგი გახარია: შატილში ახალი სკოლა აშენდება 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით, შატილში დამწვარი სკოლის ნაცვლად, ახალი სკოლა აშენდება. 

როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.  

"სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება. სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ"- ამბობს გიორგი გახარია. 

შატილში ერთადერთი სკოლა, რომელშიც 8 მოსწავლე სწავლობდა, დღეს დაიწვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები