Entertainment 2019

THR-მა შოუ-ბიზნესის ყველაზე გავლენიან ადამიანად Disney-ს ხელმძღვანელი დაასახელა

გამოცემამ The Hollywood Reporter 2019 წელს მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ყველაზე გავლენიანი 100 ადამიანის სია შეადგინა. პირველ ადგილზე რობერტ ა. აიგერი - კომპანია Disney-ს ხელმძღვანელი აღმოჩნდა. 

სიის მეორე ადგილზე სტრიმ სერვის Netflix-ის ხელმძღვანელები ტედ სარანდოსი და რიდ ჰასტინგსი არიან, ხოლო მესამეზე - Comcast/NBC Universal- ის ხელმძღვანელები ბრაიან რობერტსი და სტივ ბერკი. 

აღსანიშნავია, რომ 10-ეულში კომპანია Disney-ს წარმომადგენლები ჭარბობენ. Marvel-ის პრეზიდენტი კევინ ფაიგი ამ სიის მე-5 ადგილზეა. 

მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში მსახიობები, პროდიუსერები და რეჟისორებიც მოხვდნენ. მათ შორის, რიზ უიზერსპუნი, სტივენ სპილბერგი, ჯეი ჯეი აბრამსი, კვენტინ ტარანტინო და სხვები. 

წყარო

კომენტარები