15 ფაქტი ემინემის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცით

Getty Images

დღეს, Eminem, იგივე მარშალ მეთერსი 47 წლის გახდა.

პირველი ალბომი Infinite ემინემმა 1996 წელს ჩაწერა. ამის შემდეგ, 1997 წელს მან Slim Shady EP გამოუშვა, რამაც პირველი ალბომისგან განსხვავებით, აუდიტორიაში მის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია. ამის შემდეგ კი, 1999 წელს, რეპერმა მეორე ალბომი The Slim Shady LP ჩაწერა, რამაც მას საუკეთესო რეპ ალბომისთვის პირველი გრემი მოუტანა.

კარიერის განმავლობაში ემინემს 15 გრემი, ერთი ოსკარი, 8 American Music Awards აქვს მოპოვებული. მსოფლიოს გარშემო 230 მილიონამდე ჩანაწერი აქვს გაყიდული და ამერიკაში 2000-იანების საუკეთესო გაყიდვად არტისტად არის მიჩნეული.

წაიკითხეთ სხვა ფაქტები ემინემის შესახებ:

1. ემინემს დედამისმა მას შემდეგ უჩივლა, რაც მან თავის ტრეკში "My Name is" შემდეგი ტექსტი გამოიყენა - "My mother does more dope than I do" [დედაჩემი იყენებს უფრო მეტ ნარკოტიკს, ვიდრე მე].

2. როდესაც ემინემს ნარკოტიკებისთვის თავის დანებება უნდოდა, მან ელტონ ჯონს დაურეკა და დამოკიდებულების გასაქრობად დახმარება თხოვა.

3. Universal-ს და Interscope-ს ემინემის ფილმისთვის "8 Mile" მისი ტრეკის "Cleanin Out My Closet"-ის გამოყენება უნდოდათ. ამაზე რეპერმა უარი თქვა და მთავარ საუნდტრეკად "Lose Yourself" შექმნა.

4. ბავშვობაში მას ნათესავები Mickey-ს ეძახდნენ, რადგან დიდი ყურები ჰქონდა.

5. ემინემი მეცხრე კლასში საბოლოოდ ჩაიჭრა, მანამდე ის სამჯერ იყო გარიცხული სკოლიდან.

6. "Just lose it"-ის მისამღერის დასაწერად ემინემს 30 წამი დასჭირდა.

7. The Marshall Mathers LP ამერიკაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადი სოლო ალბომია.

8. ემინემმა ოსკარის ცერემონიაზე "Lose Yourself"-ის შესრულებაზე უარი თქვა, რადგან აკადემიის წევრებს სურდათ რეპერს დაცენზურებული ვერსია შეესრულებინა.

9. ემინემი ზედმიწევნით კარგად იცნობს ინლისურ ლექსიკონს, რადგან ეს მას ტექსტების წერაში ეხმარება.

10. მისი თქმით, ფსიქოტროპულ წამლებზე დამოკიდებულების დროს, ის დღეში ვალიუმის 60 ტაბლეტსა და ვიკოდინის 30 ტაბლეტს იღებდა.

11. ხუთი შემთხვევა არსებობს, როდესაც ემინემის გარდაცვალების შესახებ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა - ოთხ შემთხვევაში ის ავტოავარიით იყო გარდაცვლილი, ერთ შემთხვევაში კი ნარკოტიკების ზედოზირებით.

12. 9 წლის ემინემი მისმა თანასკოლელებმა ისე ცემეს, რომ ის რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო.

13. ემინემის თქმით, მას ყველაზე მეტად აღიზიანებს, როდესაც ხალხი აშტერდება.

14. ემინემის საყვარელი პორნო მსახიობი Janet Jacme არის.

15. ემინემი ერთადერთი რეპერია, რომელსაც ოსკარი აქვს მოპოვებული.

კომენტარები