ცნობილი ადამიანები

ბლეიკ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა მესამე შვილის პირველი სურათი გამოაქვეყნეს

VanityFair.com

ბლეიკ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა მესამე შვილთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნეს. ბავშვი მათ ოქტომბრის დასაწყისში შეეძინათ და ეს ინფორმაცია ერთი კვირის განმავლობაში გასაიდუმლოებული ჰქონდათ.

ცნობილი გახდა ისიც, რომ წყვილის მესამე შვილი გოგოა.

სურათი რაიან რეინოლდსმა საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა. სურათში ის, ბლეიქ ლაივლი და ბავშვი კანადაში არიან, ახალშობილს სახე აქვს დაფარული.

"მიყვარს B.C. მინდა რომ ჩემი ქალიშვილები იმავე ბუნებრივ გარემოში გაიზარდნონ, სადაც მე. 21 ოქტომბერს, თქვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი კლიმატის პოლიტიკას განსაზღვრავს. ვამაყობთ კლიმატის მხრივ 4 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესით", - წერს რაიან რეინოლდსი.

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი ერთმანეთს 2011 წლიდან ხვდებიან, მათ 2012 წლის 9 სექტემბერს იქორწინეს. წყვილს უკვე სამი საერთო შვილი ყავს, აქედან ყველა გოგოა.

კომენტარები